ახალშობილთა კოლიკა

ახალშობილთა კოლიკა

ყოველი 4-5 ჩვილიდან
ერთს უვლინდება კოლიკა.

ახალშობილთა კოლიკა
არის სამედიცინო ტერმინი, რომელიც აღნიშნავს 4 თვემდე ბავშვებში ერთერთი ყველაზე გავრცელებული
უსიამოვნო მდგომარეობას, რომლის გამომწვევი მიზეზიც არის ბავშვის ნაწლავებში დაგროვილი
აირები, რომლებიც იწვევს ძლიერ და უეცარ მუცლის ტკივილს.

როგორ გავიგოთ, რომ ბავშვის ტირილის მიზეზის არის აირების დაგროვება ნაწლავებში, და რა შეიძლება მოვიმოქმედოთ ამ დროს?

რა არის აირები?

ბავშვის საჭმლის
მომნელებელი სისტემა დაბადებიდან პირველი 3-4 თვის განმავლობაში ნელნელა ადაპტირდება
გარემოსთან. კოლიკა ამ ადაპტაციის პროცესის ერთერთი მტკივნეული, თუმცა ხშირ შემთხვევაში
აუცილებელი კომპონენტია. მედიცინისთვის ჯერ კიდევ უცნობია კოლიკის ზუსტი მიზეზები.

რა გარემო ფაქტორებმა
შეიძლება გამოიწვიოს აირების დაგროვება ბავშვის ნაწლავებში?

  1. ალერგია ძროხის რძის
    ცილაზე
  2. ლაქტოზის აუტანლობა
  3. ხილის წვენის აუტანლობა
    (ფრუქტოზის, სორბიტოლის)
  4. უმწიფრობა – აირების დაგროვება ნახშირწყლების არასრული
    შეწოვის გამო;
  5. ნალწავის ფუნქციის ჩამოუყალიბებლობა
  6. ძუძთი კვების არასწორი ტექნიკა (ნაკლები,
    ჭარბი კვება, ტექნიკის დარღვევა)
  7. ნიკოტინის ზემოქმედება
    (ორულობის დროს, ლაქტაციის პერიოდში)
  8. არაჯანსაღი, სტრესული
    სიტუაცია ოჯახში – დედის დაძაბულობა
  9. ყველაზე საუკეთესო და ეფექტური დიეტა კოლიკის დროს არის დედის
    რძე. თუმცა ზოგიერთ პატარას უვითარდება მგრძნობელობა იმ საკვების მიმართ, რომელსაც
    მიირთმევს დედა, სწორედ ამიტომ, სასურველია დედამ გაიაროს კონსულტაცია სპეციალისტთან
    სწორი კვების მიმართულებით.

რა პროდუქტებისგან
უნდა შეიკავოს დედამ თავი ძუძუთი კვების დროს?

მართალია ბებიებს
აქვთ  „შავის სია“, სადაც ხშირად შედის ისეთი
პროდუქტები, როგორიცაა ცხიმიანი რძის ნაწარმი, უმი ხახვი, ციტრუსები, შოკოლადი, ყავა
და ა.შ. და რჩევებსაც შესაბამისად აძლევენ ოჯახის ახალგაზრდა წევრებს, მაგრამ გამომდინარე
იქიდან, რომ არ არსებობს მეცნიერულად დასაფუთებული საკვები პროდუქტების „შავი სია“,
რომელზეც 100% შემთხვევებში უნდა ვთქვათ კატეგორიული უარი, ჩვენ გირჩევთ იმოქმედოთ
ცდისა და შეცდომის ტაქტიკით – სცადეთ ყველაფერი და უარი თქვით იმ პროდუქტებზე, რომლებიც
უმწვავებს თქვენს პატარას კოლიკას.

როგორ დავრწმუნდეთ,
რომ ბავშვი ტირის კოლიკის გამო და არა რაიმე სხვა მიზეზით?

გაითვალისწინეთ კოლიკისთვის დამახასიათებელი სიმპტომები:

  • ტირილი
    იწყება უეცრად და უმიზეზოდ და სრულდება უეცრად და უმიზეზოდ.
  • ძირითადად
    ბავშვი ტირის საღამოობით ერთსა და იმავე დროს.
  • ტირილი
    განსხვავდება შიმშილით და დაღლილობით გამოწვეული ტირილისგან – ბევრად უფრო ხმამაღალი
    და გახანგრძლივებული, ხშირად ბავშვი კი არ ტირის, არამედ კივის.
  • ტირილის
    დროს ბავშვი შეიძლება იყოს დაჭიმული, რკალისბერად მოხრილი სხეულით, მუშტებად შეკრული
    ხელებით, დაჭიმული მუცლით.
  • გაბმული,
    შეუჩერებელი ტირილი, ხანდახან კივილი – ჩვილის დაწყნარება პრაქტიკულად შეუძლებელია
    სანამ კოლიკა არ გაუვლის და თავისით არ დამშვიდდება.
  • ზოგადი მდგომარეობა
    ტირილის შორის პერიოდებში ნორმალურია.
  • ბავშვის განვითარება
    ასაკის შესაბამისია.
  • არ ვლინდება
    ტირილის სხვა პათოლოგიური მიზეზები.
  • ტირილის ხანგრძლივობა დაბადების შემდეგ თანდათან იზრდება,
    აღწევს პიკს 5-6 კვირაზე და მცირდება 3 თვის ასაკში.

გარდა ამისა, არსებობს
ე.წ. „სამის წესი“, რომელზეც მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუბრობენ პედიატრები და ნეონატოლოგები
და ვლინდება კოლიკით შეწუხებული ბავშვების 80%-ში:

  • თუ ბავშვი
    ტირის (კივის) 3 და მეტი საათის განმავლობაში დღე-ღამეში; არანაკლებ 3 დღისა კვირაში
    და არანაკლებ 3 კვირის განმავლობაში – თუ არ არსებობს სპეციალისტის მიერ დადასტურებული
    რაიმე სხვა სახის სამედიცინო მიზეზი ტირილისა, სავარაუდოდ თქვენს პატარას სწორედ კოლიკა
    აწუხებს.

როგორ მოვიქცეთ
კოლიკის დროს?

დახმარების მეთოდები
ყველა პატარასთვის ინდივიდუალურია, მათ შორის რამდენიმე შედარებით ეფექტურია:

  • აწარმოეთ
    დღიური, სადაც უნდა აღნიშნოთ ყველაფერი ბავშვის შესახებ, მაგალითად: ბავშვის გუნება-განწყობის
    ცვლილება, საათების მიხედვით კვება, ძილი, ბანაობა, ტირილის დასაწყისი, დასარული და
    ტირილის ხასიათი და ა.შ.
  • ფრთხილად
    აიყვანეთ, ჩაეხუტეთ პატარას და მსუბუქად გადაუსვით ზურგზე ხელი მრავალჯერ და ფრთხილად ამოძრავეთ ბავშვი – ამით თქვენ ხელს შეუწყობთ ნაწლავებიდან
    აირების გამოდევნას.
  • დაიწვინეთ ბავშვი მუცლით
    ხელზე და მეორე ხელით დააფიქსირეთ მისი ზურგი (ეს პოზა „ვეხვი ხეზე“ სახელით არის ცნობილი).
    ბავშვის ხელები და ფეხები უნდა იყოს თქვენი ხელის აქეთ-იქიდან. ამ პოზაში მისი კუნთები
    დუნდება და ეს ხელს უწყობს მისი მუცლის ღრუს გათავისუფლებას აირებისგან.
  • დააწვინეთ ბავშვი ზურგზე,
    მოუხარეთ პატარას ფეხები მუცლისკენ, მიიტანეთ მისი მუხლები მუცელთან და გაუშვით ხელი.
    გაიმეორეთ ეს პროცედურა რამდენჯერმე – ამ პროცედურის დროსაც დუნდება მისი მუცლის ფარის
    კუნთები და ეს ხელს უწყობს ტკივილის გაქრობას.
  • გაახვიეთ ბავშვი პლედში
    მჭიდროდ – ხელების ჩათვლით – ეს პატარებს დაცულობის შეგრძნებას უჩენს და ხელს უწყობს
    მათ მოდუნებას, რასაც შედეგად ტკივილის შემსუბუქებამდე მივყავართ.
  • ბეიბიქალმის
    წვეთები ყოველი ჭამის წინ – აუცილებლად დაეხმარება თქვენს პატარას და დაიცავს კოლიკისგან.